More

    ტრამპმა ფლორიდაში ოფისი გახსნა

    spot_img

    აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ოფისი გახსნა. ის ვაშინგტონიდან ამ შტატში 20 იანვარს წავიდა, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებები ამოეწურა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

    ტრამპის თანაშემწეების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ოფისი ქვეყნის ყოფილი ლიდერის კორესპონდენციაზე, საჯარო განცხადებებზე, გამოსვლებზე და სხვა ოფიციალურ საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.

    ეს განცხადება ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ის სენატში დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის პარალელურად გავრცელდა. კონგრესის წევრები ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის ინსპირირებაში ადანაშაულებენ. თუ სენატმა იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, ტრამპი მომავალში პრეზიდენტად კენჭს ვეღარ იყრის. თუმცა ამისთვის სენატში ხმების 2/3 არის საჭირო.

    20 იანვარს თეთრი სახლიდან ფლორიდაში წასვლის წინ გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა. „ამა თუ იმ ფორმით, ჩვენ დავბრუნდებით“.

    იხილეთ ასევე:

    📡 ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი სენატში შეიტანეს

    📡 „ტრამპი მომხრეებს ერექციისკენ მოუწოდებდა“ – სენატორის უნებლიე შეცდომა (ვიდეო)

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here