More

    ტურისტის 11 საათზე სახლში წასვლა მირჩევნია, დღეში 30 თანამოქალაქის დაღუპვას – იმნაძე

    spot_img
    იმნაძე პაატა

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა აცრების ინტენსივობასა და 100 000 სულ მოსახლეზე  კორონავირუსის ავადობის მაჩვენებელზეა დამოკიდებული.

    კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით შემსუბუქების ღონისძიება, რამდენადაც, ის ტურისტებს უქმნის დისკომფორტს, იმნაძე ასე პასუხობს:

    „ქვეყანაში, პრაქტიკულად, არავითარი შეზღუდვა აღარ მოქმედებს. დარჩენილია მხოლოდ პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და კომენდანტის საათი 11 საათიდან 4 საათამდე.

    მესმის, მაგრამ რა ვქნა, მაინც ტურისტის 11 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 ჩემი თანამოქალაქის დაღუპვას. კომენდანტის მოხსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება აცრებით მოცვა და როგორი იქნება ავადობა 100 000 სულ მოსახლეზე,” – აცხადებს პაატა იმნაძე „ტვ პირველთან.“

    შეგახსენებთ, პირველი ივნისიდან კომენდანტის საათი ქვეყანაში 23:00 საათიდან 4:00 საათამდე მოქმედებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !