More

    „ტყუილმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. შევძელი, ადამიანისთვის ყველაფერი მეპატიებინა, ტყუილის გარდა…“ – გიორგი წერეთელი

    spot_img
    მომრერალი გიორგი
წერეთელი

    მომღერალი გიორგი წერეთელი ჟურნალ „თბილისელების“ შეკითხვებს პასუხობს. კითხვაზე, ვინ არის მისთვის იდეალური ქალი, მომღერალი ასე პასუხობს:

    VIDEO: ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მშობლები და როგორი სახლი აქვს ტელეწამყვანს

    „ჩემი მეუღლე – თამილა მარეხაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს. იდეალური ქალია ის, ვისთვისაც პრიორიტეტი არის ოჯახი და რომელიც თავად არის გაზრდილი კარგ ოჯახში. იდეალური ქალები იდეალურ ოჯახებში იზრდებიან, ისევე, როგორც კაცები. იდეალურია ის, ვინც შეძლებს ოჯახის შექმნას, შენარჩუნებას, სითბოს და ბალანსის დაჭერას. თუმცა იგივე მოეთხოვება მამაკაცსაც. ყველა ქალი ლამაზია, იდეალური და ლამაზია ის, ვისი თვალებიც ბედნიერებით ბრწყინავს. მამაკაცს მეტი არაფერი უნდა, მის ხელში ქალი იყოს ბედნიერი.

    ის, რაც უპატიებელია…

    ადამიანს ისეთ ტყუილს ვერ ვაპატიებ, რომელიც საზიანოა. ტყუილმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. შევძელი, ადამიანისთვის ყველაფერი მეპატიებინა, ტყუილის გარდა…“- ამბობს გიორგი წერეთელი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !