More

    „უკვე გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს ვაქცინაცია შევთავაზოთ“ – ივანე ჩხაიძე

    spot_img
    ივანე ჩხაიძე

    „დღეს იმის საფუძველი უკვე გვაქვს, რომ საქართველოში 12 წელს ზემოთ ბავშვებს შევთავაზოთ ვაქცინაცია, მაგრამ ეს პროცესი ჯერჯერობით უფრო მნიშვნელოვანია გადატანილი იყოს მოზრდილებზე. ბავშვების ვაქცინაცია კი, დღის წესრიგში შეიძლება მას შემდეგ დადგეს, რაც ჩვენ მივაღწევთ მოზრდილი ადამიანების მასობრივ ვაქცინაციას“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

    მისი თქმით, საუბარია „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე, რომელმაც 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ოფიციალურად პირველმა დაუშვა.

    როგორც მან განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ 1300 ბავშვის გამოკვლევის შემდეგ მიიღო. საბოლოოდ კი, შეფასდა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას 100%-იანი შედეგი ჰქონდა და არც ერთი ბავშვს, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა, კორონავირუსი არ შეხვედრია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !