More

    „უკვე თამამად ვამბობ, ადრე ვერიდებოდი!“ – ცერცვაძე კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის მიზეზებს ასახელებს

    spot_img
    ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი პროცენტია, რომელიც საქართველოში საერთო მოსახლეობის 5-6%-ს შეადგენს.

    „გარდა ახალი შემთხვევების რაოდენობებისა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ დრამატულად შეგვემცირებინა გარდაცვალების შემთხვევები. საქართველოში დღეში 15-დან 30-მდე გარდაცვალება ფიქსირდება.

    თუ ჩვენ შევადარებთ საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელს და გადარჩენის მაჩვენებელს, მაშინ აღმოჩნდება, რომ სულაც არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა და ევროპის 35 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს.

    ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ამ მხრივ რაიმე ჩავარდნაა, პირიქით მიღწევაა, როდესაც ჩვენნაირი ქვეყანა ამ მთავარი მაჩვენებლებით სჯობნის ევროპის 35 ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მიუხედავად, 15 გარდაცვლილი ჩვენთვის ძალიან ბევრია და საგანგებო ზომებს ვიღებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

    გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში. ეს შტამი არამხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად მძიმე ფორმებს. დღევანდელი კონტინგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე იქამდე, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !