More

    „უკვე ცნობის აღება შეგიძლიათ, რომელსაც სპეციალური კოდი აქვს“ – პაატა იმნაძე

    spot_img
    პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს ამცრელ სამედიცინო დაწესებულებებში ორი დოზით ვაქცინაციის შემთდეგ, დამადასტურებელი ცნობის აღება შეუძლიათ.

    მისივე თქმით, აღნიშნულ ცნობას სპეციალური კოდი აქვს. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ეს კოვიდპასპორტის პირველი ეტაპია.

    „მგზავრობისთვის ან რაიმე სხვა მიზნებისთვის თუ გჭირდებათ ცნობა, რომ ხართ ორჯერადად აცრილი, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება. იქ, სადაც ვაქცინის მეორე დოზას გაიკეთებთ, როდესაც აცრას დაარეგისტრირებენ, შეუძლიათ, მოგცენ არა მარტო აცრების ბარათი, არამედ ორჯერადად აცრის ცნობა. ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !