უკრაინამ, ორ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო, ბელარუსს ელექტროენერგიის გადაუდებელი მიწოდების თხოვნით მიმართა.
მარაგების მოცულობა 500 მეგავატი იქნება. ელექტროენერგიის მიწოდებაზე თხოვნა მიიღო კომპანია „ბელენერგომ“, რომელიც უკრაინული მხარის კონტრაგენტია.
2 და 3 თებერვალს კურახოვსკაიასა და ზაპოროჟსკაიას ელექტროსადგურებთან გათიშული იქნა ენერგობლოკები, ხოლო ბოლო ავარიას ქვესადგურთან ხანძარი ახლდა. შიდა რესურსებით პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მომხმარებლები ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდიდნენ.
ინფორმაციისთვის, იანვარში ბელარუსმა უკვე განახორციელა ელექტროენერგიის გადაუდებელი მიწოდება უკრაინაში, ცივი ამინდების ფონზე, გაზრდილი მოხმარების გამო.