More

    “უნდა მეგულებოდეს ენმ-ში ვიღაცა, გადახტით კლდიდან რომ ეუბნება მიხეილ სააკაშვილი, ამას არ იზამენ“ – იაგო ხვიჩია

    spot_img

    პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, მისი ნიკა მელიას მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

    იაგო ხვიჩიამ არ თქვა, თუ რაზე ისაუბრა ნიკა მელიასთან, თუმცა ახსნა მიზეზები თუ რის გამოც აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

    „ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ და ნიკამაც იცის ეს. მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულას ნაციონალური მოძრაობის მიმართ მთელ ამ პროცესში. მე და ჩემი პარტია ვართ ხალხი, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დაბრუნება, ჩვენ ამ იმედით ვმოძრაობთ.

    როდესაც ჩვენ ნიკა მელიას იმედი გვაქვს და დავადასტურებ, რომ გვაქვს ნიკა მელიას იმედი, ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეძებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის არას თქმას, როდესაც არაა სათქმელი.“

    იაგო ხვიჩიას თქმით, ის მხოლოდ მაშინ გამოუცხადებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობას, როცა პარტია არ იქნება მიხეილ სააკაშვილზე დამოკიდებული.

    „მე მხოლოდ ამ შემთხვევაში ვენდობი ნაციონალურ მოძრაობას როგორც მოთამაშეს, რომელიც არ ეცდება, ერთპიროვნულად ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. მე სულ ამ იმედით ვუყურებ ნიკა მელიას. მე უნდა მეგულებოდეს ენმ-ში ვიღაცა, გადახტით კლდიდან რომ ეუბნება მიხეილ სააკაშვილი, ამას არ იზამენ, ახლა ამას ეუბნება მიხეილ სააკაშვილი“ – აცხადებს იაგო ხვიჩია

    იხილეთ აგრეთვე:

    „ვფიქრობ, იაგო ხვიჩიამ გემრიელად იხუმრა“ – ნათელაშვილი

    „მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრება, შემიძლია იარაღის ტარების ნებართვა მოვითხოვო“ – იაგო ხვიჩია

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here