More

    „უსიამოვნო სიურპრიზი იყო“ – ჰარცელი ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე

    spot_img

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი უმრავლესობის წევრის თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროების საკითხს გამოეხმაურა და უსიამოვნო სიურპრიზი უწოდა. 

    ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურია, თუმცა მისი განსასჯელი არ არის.

    „ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას“, – აცხადებს ჰარცელი.

    ინფორმაციისთვის, 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნომერი გამოაცხადა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: 577 20 12 12 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here