More

    უცნაური სიმპტომი, რომელზეც კოვიდგადატანილი პაციენტები ბოლო პერიოდში საუბრობენ – „საჭმელს ვეღარ ვჭამ, თუ შევჭამ, სუნთქვას ვიკავებ“

    spot_img
    კორონავირუსი _ დასასრული

    სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ხშირად შეხვდებით პოსტებს, რომლებშიც კოვიდგადატანილი პაციენტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ გემოსა და ყნოსვის დაბრუნების შემდეგ უცნაურ და არასასიამოვნო სუნს გრძნობენ.

    „ეს ორი კვირაა რაღაც ერთნაირი საშინელი სუნი და გემო აქვს ყველაფერს, თანდათან უფრო და უფრო მძაფრდება, აუტანელია უკვე, ვერც ავხსნი რა საშინელებაა… საჭმელს ვეღარ ვჭამ, თუ შევჭამ, სუნთქვას ვიკავებ, რომ ვერაფერი ვიგრძნო… სუნიც ასეთი საშინელი აქვს ყველაფერს… ნერვებზეც ძალიან მოქმედებს, ძალიან მაღიზიანებს, ტირილიც კი მინდება ხოლმე, არც არავინ მიჯერებს.

    განუწყვეტლივ დამწვრის სუნი მცემდა, ყავის და სიგარეტის ნამწვავის სუნს ახლაც ვერ ვანსხვავებ.

    ოქტომბერში მქონდა ვირუსი, სუნი და გემო დამიბრუნდა, მაგრამ საშინელ სუნებს ახლაც ვგრძნობ.

    მეხუთე თვეა ასე ვარ გაუსაძლისია დავიტანჯე.“

    კომენტარებში ასევე გამოცდილი ადამიანები წერენ, რომ ეს საშიში არ არის და გემო და სუნი აუცილებლად ყველას დაუბრუნდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !