More

    ფაუჩი ჩინეთს უხანის ლაბორატორიის თანამშრომლების სამედიცინო ისტორიების გასაჯაროებას სთხოვს

    spot_img
    ამერიკელი მეცნიერი

    აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ჩინეთს უხანის ლაბორატორიის იმ თანამშრომლების სამედიცინო ჩანაწერების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების ოფიციალურად დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაავადდნენ.

    შტატების სადაზვერვო სამსახურები სწავლობენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარები 2019 წლის ნოემბერში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე, ერთი თვით ადრე სერიოზულად ავად გახდნენ.

    „მსურს ვნახო სამი ადამიანის სამედიცინო ჩანაწერი, ცნობილია, რომ ისინი 2019 წელს დაავადდნენ. მართლა დაავადდნენ თუ ცნობილია, რით დაავადნენ“? – კითხულობს ფაუჩი.

    ვირუსის წარმოშობის საკითხი ამ დრომდე სადავოდ რჩება. ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიას კატეგორიულად უარყოფს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !