More

    „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ პოსტებზე მოწონებების რაოდენობის დამალვის საშუალებას მოგცემთ

    spot_img
    ცუკერბერგი

    „ფეისბუკი“ და „ინსტაგრამი“ მომხმარებლებს პოსტებზე მოწონებების რაოდენობის დამალვის საშუალებას მისცემს. მოწონების ღილაკი „ფეისბუკზე“ 2009 წელს გამოჩნდა და წლების განმავლობაში სოციალური მედიის წარმატების მთავარ საზომად იქცა.

    „ფეისბუკმა“, რომელიც ინსტაგრამსაც ფლობს, ორი წლის წინ მოწონებების დამალვის ექსპერიმენტი დაიწყო. ინსტაგრამის ხელმძღვანელის, ადამ მოსერის განცხადებით, ასეთი ნაბიჯი შეიძლება კარგი იყოს მომხმარებლის მენტალური ჯანმრთელობისთვის და შეამციროს მათი პოსტების პოპულარობით გამოწვეული აშლილობა.

    წყარო: 1tv.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !