More

    ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს პირველი თებერვლიდან მიიღებენ

    spot_img

    პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად  იქნება შესაძლებელი.  პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება  7 თებერვლიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

    უწყების ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს.

    ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე შეეძლებათ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – მუნიციპალურ ცენტრებში.

    „პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15, 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

    მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით – გაიცემა არაუმეტეს 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით – დამატებით 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – დარჩენილი რაოდენობა“, – აღნინულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ცნობისთვის, ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.

    ინფორმაციისთვის, პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here