More

    ფლორიდაში ფედერალური ბიუროს 2 აგენტი მოკლეს

    spot_img

    ფლორიდაში, სახლის ჩხრეკისას ფედერალური ბიუროს ორი აგენტი მოკლეს, სამი კი დაჭრეს, – ამის შესახებ  apnews იუწყება.

    მათივე ცნობით, ჩხრეკა ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის გამოძიების ფარგლებში ტარდებოდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

    FBI–ის დირექტორის კრისტოფერ ვრეიმის თქმით, მოკლული აგენტები დენიელ ელფინი და ლაურა შვარცენბერგერი არიან. ორივე მათგანი იძიებდა დანაშაულს.

    ორი დაშავებული ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს სამკურნალოდ .

    ვრეის თქმით, მესამე დაშავებული ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

    „ისინი FBI-ის ღირებული წევრები იყვნენ და სამუდამოდ იქნებიან გმირები. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ მათ“, – განაცხადა პირომ.

    ფლორიდაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

    ცნობისთვის, სროლა დილის 6 საათზე დაიწყო, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით ოთხი გასროლა მოხდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here