More

    ფოთში შვილიშვილმა ბებია დანით მოკლა

    spot_img
    პოლიცია

    ფოთში შვილიშვილმა ბებია მოკლა. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. შემთხვევა დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული.

    მეზობლებს და ოჯახის ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. მათი თქმით, 25 წლამდე ასაკის გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

    ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მათივე ცნობით, ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტი და ხმამაღალი საუბარი ადრეც ყოფილა.

    ახალგაზრდა ქალი შესაბამის დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !