More

    ,,ფრთხილად უნდა ვიყოთ! კოვიდის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება საჰაერო გზით”- ზაზა წერეთლის გაფრთხილება

    spot_img
    კორონაზე

    ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, ზაზა წე­რე­თე­ლი სოციალურ ქსელში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ვი­ეტ­ნამ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, ინ­დო­ე­თი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის კო­ვიდ -19 ვა­რი­ან­ტე­ბის ნა­ზა­ვი და­ფიქ­სირ­და.  ინ­ფორ­მა­ცი­ას ის ვი­ეტ­ნა­მის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

    წერეთლის პოსტს ,,დაიჯესტი” უცვლელად გთავაზობთ:

    ,,მე მაპატიეთ წინასწარ, ამ შაბათ დილა დღეს….
    ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თან ლონგმა განაცხადა, რომ ქვეყანამ დაადგინა კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდ -19 ვარიანტების ნაზავი, რომლებიც სწრაფად ვრცელდება საჰაერო გზით, იტყობინება ონლაინ გაზეთი VnExpress.
    ”ახლად გამოვლენილ პაციენტებზე გენის თანმიმდევრობის გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რომელიც არის ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის ნაზავი”, – თქვა ნგუენ ტან ლონგმა.
    ”უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტი მუტაციებით, რომლებიც თავდაპირველად ბრიტანეთის ვარიანტს მიეკუთვნება”, – თქვა მან. VnExpress– მა ლონგის სიტყვებით თქვა, რომ ვიეტნამი მსოფლიოში ახლად აღმოჩენილ ვარიანტს მალე გამოაცხადებს.
    გაგიგეს თუ არა ეს ამბავი, გაერთიანებულ სამეფოში, მაშინვე მიმართეს ბორის ჯონსონს რომ იქნებ გადაიფიქროს და არ გამოცხადოს სრული გახსნა 21 ივნისს…ფრთხილად უნდა ვიყოთო!!!- წერს წერეთელი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !