More

    ფრიდონ ინჯია: არ იყო გაყალბების ის დოზა, რომელიც შეიძლება ხელმეორედ არჩევის საფუძველი იყოს

    spot_img

    საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლმა, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეულ გაყალბებას ჰქონდა ადგილი, თუმცა იმ დოზით არა, რომ ხელმეორე არჩევნების საფუძველი შექმნილიყო.

    „გაყალბების რაღაც ელემენტები იყო, სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა მიმართულებით, რეგიონში სხვა იყო, ქალაქში სხვა, მაგრამ ეს არ იყო გაყალბების ის დოზა, რომელიც შეიძლება ხელმეორედ არჩევის საფუძველი იყოს. ეს არჩევნების შედეგებს და ხალხის ნებას არ შეცვლიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლმა, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

    კითხვაზე, არჩევნები სხვა შედეგით დასრულდებოდა თუ არა, თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არჩევნებამდე განაცხადებდა, ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ განსხვავებული შედეგი დადგებოდა.

    მისი თქმით, შეიძლებოდა, კოალიციური მთავრობა ყოფილიყო და არავითარი ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არ იქნებოდა.

    „ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი რომ დიდ რამეს ნიშნავს, ეს ფაქტია, მთელი ამ წლების განმავლობაში მან თავისი ადგილი, სიტყვა და საქმე დატოვა“, – განაცხადა ინჯიამ.

    აგრეთვე იხილეთ:

    ფრიდონ ინჯია: დიალოგისთვის შესაფერისი ადგილი პარლამენტია

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here