More

    ქალის საცვალმა დელფინი მოკლა

    spot_img
    დელფინი

    ბრაზილიაში სანაპიროზე მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს, რომლის სიკვდილის მიზეზიც ცხოველის ფარფლზე შემოხვეული ქალის საცვალი გახდა, ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

    როგორც ვკითხულობთ საცვალი იმდენად მჭიდროდ იყო შემოხვეული ფარფლზე, რომ თითქმის ძვლამდე იყო დასული და დელფინს ღია ჭრილობა ჰქონდა.

    ვეტერინართა ჯგუფი, რომელმაც ცხოველი გაკვეთა, მიიჩნევს, რომ საცვალი დელფინს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა შემოხვეული და ვარაუდობენ, რომ ის ქსოვილში ჯერ კიდევ მაშინ გაიხლართა, როდესაც პატარა იყო და ამან მისი ცურვისა და ნადირობის უნარი შეზღუდა. დელფინი იყო გამხდარი, ჰქონდა პნევმონია და დიდი რაოდენობით პარაზიტები ყურსა და ფილტვებში.

    გაიანური დელფინი (Sotalia guianensis) სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ წყლებში, ასევე ცენტრალური ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს. ეს სახეობა გადაშენების პირასაა და მთავარ საფრთხეს მათი ბადეებში ჩახლართვა წარმოადგენს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !