More

    ქალმა მეგობრებს 22 წლის ბიჭი მოაკვლევინა, შემდეგ მის დაკრძალვაზე მივიდა – საზარელი მკვლელობის დეტალები

    spot_img
    კრიმინალი-ლენტი

    30 წლის ბეკი ვესტი ბრალდებულია 22 წლის ჯო პოლის მკვლელობაში. მან თავის ორ მეგობარს სთხოვა, რომ ჯო მდინარეში ჩაეხრჩოთ.

    ირკვევა დეტალები, რომ ბრალდებულს და მის მსხვერპლს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა პარტნიორთან ურთიერთობა შეწყვიტა. ჯო პოლი აუტისტური სპექტრს მიეკუთვნებოდა. მას შემდეგ, რაც ბეკიმ მასთან ურთიერთობა სრულიად შეწყვიტა, ის პარტნიორთან კომუნიკაციას მაინც ცდილობდა, სასიყვარულო ტექსტებს უგზავნიდა და შეხვედრას სთხოვდა.

    ერთ-ერთი ასეთი მიმოწერის დროს, ჯო პოლის გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ არ ცხოვრობდა ბეკი თავის შვილებთან ერთად, რამაც ბეკი იმდენად განარისხა, რომ შურისძიება გადაწყვიტა, რისთვისაც მეგობრებს მიმართა.

    31 წლის სინ პალმერი და 35 წლის სებასტიან სმიტი ამ საქმის ასევე მთავარი ფიგურანტები არიან, სწორედ ისინი დაესხნენ თავს პოლის, მოგვიანებით კი მდინარეში გადააგდეს.

    ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, საკუთარ დესას გამოუტყდა, რომ მისტერ პოლი მან გადააგდო მდინარეში. გარდაცვლილის გვამი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, 2018 წლის 7 აგვისტოს მდინარის ნაპირას ძაღლმა იპოვა.

    სანამ საქმის დეტალები გაირკვეოდა, ბეკი ვესტი მიცვალებულის დაკრძალვაზეც კი მივიდა და გარდაცვლილის დედას ნუგეშის მიზნით ჩაეხუტა კიდეც.

    ბრიტანეთის ერთ-ერთ ქალაქში მომხდარ საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მოსამართლემ ბეკი ვესტს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სებასტიან სმიტს 21 წლიანი, ხოლოსინ პალმერს გისოსებს მიღმა ყოფნა 18 წელი მოუწევს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !