More

    ქართული ოპოზიცია რომ აცდენილია რეალობას, ამერიკული პოლიტიკის გაზრდილი მხარდაჭერითაც დასტურდება – გიორგი ცუცქირიძე

    spot_img
    ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

    „ამერიკის შეერთებული შტატები არა თუ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, არამედ კიდევ უფრო აფართოებს თანამშრომლობის არეალს. ამასთან, ოპოზიციის მთავარ ნარატივსაც მთლიანად აქარწყლებს – მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რადარიდან, რომ გავქრით,“ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას.

    მისი თქმით, ქართული ოპოზიცია რომ აცდენილია რეალობას, ამერიკული პოლიტიკის გაზრდილი მხარდაჭერითაც დასტურდება.

    „ქართული ოპოზიცია რომ აცდენილია რეალობას, ამერიკული პოლიტიკის გაზრდილი მხარდაჭერითაც დასტურდება. სულ რამდენიმე დღის წინ, ხელი მოეწერა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, საქართველოს „მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ საგრანტო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, რაც 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, და განსაკუთრებით პოსპანდემიურ პერიოდშია მნიშვნელოვანი.

    და აი, სულ ახალი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკვე სამხედრო განათლებისა და წვრთნის“ პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებად საქართველო სახელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ფისკალური წლის პროექტით „საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნისთვის“ პროგრამებისთვის ევროპას 26,9 მილიონი აშშ დოლარი უნდა გამოეყოს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის პროექტით, საქართველომ დამატებით „საგარეო სამხედრო დაფინანსებაც“ უნდა მიიღოს, რომელიც ევროპისა და ევრაზიისთვის $299 მილიონით არის განსაზღვრული. ამ შეთანხმებებიდანაც კარგად ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არა თუ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, არამედ კიდევ უფრო აფართოებს თანამშრომლობის არეალს. ამასთან, ოპოზიციის მთავარ ნარატივსაც მთლიანად აქარწყლებს – მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რადარიდან, რომ გავქრით?!“ – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !