More

    ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი კარმენის სამშობლოში

    spot_img
    ქეთევან ქემოკლიძის
ტრიუმფი კარმენის
სამშობლოში

    ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძის კარმენის სპექტაკლები მისივე სამშობლოში – სევილიაში ტრიუმფით მიმდინარეობს. 30 წლის შემდეგ სევილიის მაესტრნცას ოპერაში კარმენი სწორედ ქართველი მომღერალით დაბრუნდა.

    მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველმა შემსრულებელმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ის გამოსახეს არა მარტო ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის “ოპერა აქტუალის” ყდაზე, არამედ ასევე აღიარეს „კვირის არტისტად”.

    კარმენის ეს თანამედროვე დადგმა ეკუთვნის ესპანელ რეჟისორს კალიქსტო ბიეიტოს, რონელიც წარმატებით იდგმევა მსოფლიოს წამყვან სცენებზე. აღსანიშნავია, სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი ანუ ტალი.

    ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით ფლამენგოს რიტმში დააჯილდოვა (las palmas de bulerías), რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !