More

    ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 7 სექცია ამოქმედდება

    spot_img

    საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 7 სექციას აამოქმედებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

    2021 წლის 5 თებერვლიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო
    ქართლის რეგიონში, გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 7
    (შვიდი) ლოკაციაზე:

    1. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრიდან (ვაზიანის გადასახვევი, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    2. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი I, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    3. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი II, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    4. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება საგარეჯო) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    5. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    6. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის გასასვლელი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    7. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) – თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრამდე (ვაზიანის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    უწყების ცნობით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 7 (შვიდი) სექცია ამოქმედდება, შესაბამისად სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1185 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here