More

    ქმარმა ორსული ცოლი ურმის უღელში შეაბა და თოფის კონდახით სცემა – გაუხმაურებელი საქმე

    spot_img
    პოლიციის ლენტი

    საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ქმარმა ცოლი ურმის უღელში შეაბა და თოფის კონდახით სცემა. 

    ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩვენებაში ჰყვება, რომ მას მეუღლე სასტიკად უსწორდებოდა, მათ შორის ორსულობის პერიოდში.

    ოჯახში მრავალწლიანმა ძალადობამ საბოლოოდ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ახალშობილი ბავშვის.

    „როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი ტყუპებზე, უმიზეზოდ იეჭვიანა, ხარივით შემაბა ურმის უღელში, რითაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მაზიდინა საქონლის ნაკელი, რის შემდეგაც დაღლილობისგან წავიქეცი მიწაზე. მე ვიმშობიარე ტყუპებზე, რა დროსაც ორ საათში დაიღუპა ერთი ტყუპისცალი.

    …იეჭვიანა ჩემზე ვარცხნილობის გამო და ძალის გამოყენებით დამიჭირა და თმები შემაჭრა.
    … აიღო თავისი კუთვნილი სანადირო ერთლულიანი თოფი და მითხრა, რომ უნდა ესროლა ჩემთვის, რა დროსაც თოფის კონდახი რამდენჯერმე დამარტყა თავის არეში. აღნიშნულის გამო გამოვიძახე პოლიცია“, – ჰყვება ქალი ჩვენებაში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !