More

    ქუთაისში კოვიდგადატანილი ქალი მე-5 სართულიდან გადახტა

    spot_img
    პოლიცია

    ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, კოვიდგადატანილი ქალი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა და გარდაიცვალა.

    გარდაცვლილი 83 წლის ქალია, ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს. 

    უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

    მეზობლების ინფორმაციით, 83 წლის ქალმა თავის მოკვლა ორი კვირის წინ, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც სცადა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

    რაც შეეხება თვითმკვლელობის მიზეზს, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულ ქალბატონზე გავლენა გადატანილმა ვირუსმა მოახდინა.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !