More

    „ღმერთის უნდა გეშინოდესო…“ – ცნობილია ტაქსის მძღოლის განაჩენი, რომელმაც 18 წლის გოგო სექსუალურად შეავიწროვა

    spot_img

    ტაქსის მძღოლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამართული სასამართლო პროცესი 18 წლის მარიამ ბეგიაშვილმა მოიგო. მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

    „სასამართლო პროცესი მოვიგეთ! შოთა ზედგენიძე სასამართლომ ბრალდებულად ცნო. მოსალოცი ამბავია, მაგრამ ახლაც ვერ ვმალავ აღშფოთებას პროცესზე მომხდართან დაკავშირებით. ბრალდებულმა ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ღმერთის უნდა მეშინოდეს. ერთია მისი უარყოფა და მეორეა ვიდეოჩანაწერი, რომელმაც დაადასტურა სექსუალური შევიწროების ფაქტი და თითოეული ჩემი სიტყვა.

    მიხარია, რომ სამართლიანობა აღვადგინე და ჩემი მხრივ დავიცავი ყველა ის ქალი, რომელზეც შესაძლოა განუხორციელებია ან შემდგომში განახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას.

    იმედი მაქვს, ეს ამბავი მოტივაცია იქნება ადამიანებისთვის. არასდროს დამალოთ მსგავსი ისტორიები, გახსოვდეთ, რომ არსებობს კანონი, რომელიც გვიცავს!“, – წერს ბეგიაშვილი.

    შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მარიამ ბეგიაშვილმა საღამოს საათებში თემქიდან ორთაჭალის მიმართულებით ტაქსი გამოიძახა.

    „თემქიდან ორთაჭალის მიმართულებით გამოვიძახე ტაქსი, 9 საათი იყო, უკვე ბნელოდა. რომ ჩავჯექი ტაქსიში, დაძრა თუ არა მანქანა სახელი მკითხა, ვიფიქრე, კარგი, სახელი მკითხა და ვუპასუხებ-მეთქი. მაგ წამიდან დაიწყო ყველაფერი, მარიამ, ძალიან სექსუალური გოგო ხარო, რომ გამოხვედი და წამოხვედი ჩემი მანქანის მიმართულებით, ლამის გადამეკეტა ისე ცუდად გავხდი, ისეთი მაგარი მკერდი და ტრ..ი გაქვსო. მანდ უკვე შემეშინდა. პასუხს არ ვცემდი, ის კი მთელი გზის განმავლობაში მისვამდა შეკითხვებს, არაფერზე ვპასუხობდი საერთოდ. მერე უკვე ძალიან დეტალებში შევიდა, ძალიან მაგარი მო……ვი გოგო ხარო, ეს მითხრა პირდაპირ.

    მოკლე შორტი მეცვა, სადღაც ერთი 10 წუთია რაც ვმგზავრობთ და გამოიხედა, ხელი გადმოყო, მუხლზე ამისვა და მითხრა, რომ ძალიან მინდა უფრო უკეთესად აგათვალიერ-ჩაგათვალიერო და გვერდით გადმოჯექიო. ისე შემეშინდა, რომ გავშეშდი საერთოდ, ვერც პასუხი გავეცი, ვერც ეს ხელი ვერ მოვაშორე ჩემს მუხლს და მერე თვითონ აიღო ხელი. აკანკალებული ხმით ვუთხარი, არ მინდა-თქო და ისევ მთელი გზის განმავლობაში გააგრძელა საუბარი ჩემს ორგანოებზე.

    თან უცხო გზებით მიდიოდა, ძალიან შემეშინდა, ვფიქრობდი, სადმე არ გადაუხვიოს და არ იძალადოს-თქო. ასე პანიკაში ვარ და დავინახე ჩემი სახლის ტერიტორიას მივუახლოვდით, ვიცანი გარემო, ჩავრთე და ჩავიწერე ყველაფერი, სადაც მოისმენთ, რასაც ვპასუხობ და რასაც ვეუბნები. მოთხოვნა ჰქონდა გარდა იმისა, რომ გადავმჯდარიყავი მის გვერდით და უფრო უკეთესად ვეყურებინე, მიმეცა ჩემი ინსტაგრამისა და ფეისბუკის მისამართები, იმიტომ, რომ შენ მანდ უეჭველი შიშველ ფოტოებს დადებ სთორებშიო და ვუთხარი არ მაქვსთქო. ეს იყო სექსუალურ შევიწროებაზე მეტი.

    მივმართე პოლიციას, რადგანაც როცა ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში ადამიანი, რომელმაც შესაძლოა იძალადოს, ან დააშინოს სხვა ქალები და მას მუშაობა რომ გაეგრძელებინა, მე თვითონ ვიგრძნობდი თავს არაკომფორტულად. მინდოდა, ჩემი ამ ქმედებით სხვა ქალები და თუნდაც ბავშვები დამეცვა მოძალადისგან. სამსახურიდან გამოუშვეს უკვე და მსგავს პოზიციაზე ვეღარასდროს დაიწყებს მუშაობას“, – განაცხადა მარიამ ბეგიაშვილმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !