More

    „ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“ – NDI კორონავირუსის მიმართ მოსახლეობის მოლოდინებს აღწერს

    spot_img

    NDI-ის (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 39% კორონავირუსის პანდემიის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ მათი მოლოდინით, „ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“.

    33% ფიქრობს, რომ „ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ“, 22% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო 6%-ს მიაჩნია, რომ კორონავირუსი „დიდ პრობლემას არ წარმოადგენს“.

    ამავდროულად, კითხვაზე – „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, გამოკითხული მოსახლეობის 41% პასუხობს, რომ დიახ, ხოლო 41% პასუხობს – არას.

    ამავე კითხვაზე 17% ამბობს, რომ არ იცის.

    NDI-ის საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ბმულზე.

    👉 ინფორმაციისთვის, NDI-ის მიერ მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here