More

    „ყველა დაინახავს ამერიკის საელჩოს წინ ან დავიხოცებით ან რეალურად პრობლემა გადაიჭრება“ – შუქრუთელების პროტესტის 25-ე დღე

    spot_img
    შუქრუთელები

    დღეს შუქრუთელების შიმშილობის 25-ე დღეა. ისინი ამერიკის საელჩოსთან პროტესტს აგრძელებენ, დღეიდან კი მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ და სასმელი წყლის მიღებაზე უარს აცხადებენ.

    მოშიმშილეთა განცხადებით, 3 ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მათგან ერთს გადაადგილებაც უჭირს. უსახსრობის გამო მათ საავადმყოფო დატოვეს და მიკროავტობუსში რჩებიან, სადაც ღამეს ათენებენ.

    მოშიმშილეები ამბობენ, რომ მიუხედავად აშშ-ს საელჩოს სოლიდარობისა, მათი პრობლემებით არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ დაინტერესებულა. აქციის მონაწილეები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისაგან“ დაბზარული სახლების, დამსკდარი მიწებისა და დაზიანებული გზების გამო ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

    „სამწუხაროდ, ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა, არავინ მოსულა ჩვენთან, არც სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არც სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ან გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ჩვენს საკითხთან დაკავშირებით, ან არადა ყველა დაინახავს ამერიკის საელჩოს წინ ან დავიხოცებით ან რეალურად პრობლემა გადაიჭრება“- განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ნეფარიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში პროტესტი ხანგრძლივად მიმდინარეობდა და ამჟამად ისინი თბილისში აგრძელებენ შიმშილობას.

    სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებულ ზარალს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანიის მუშაობით მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ცხოვრება მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !