More

    „ყველა ვაქცინა მისასალმებელია“ – მერკელი პუტინს რუსული ვაქცინის შესახებ ესაუბრა

    spot_img

    „რუსული კოვიდვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ევროკავშირში, თუ მარეგულირებელი ორგანო მას მიიღებს“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

    „ევროკავშირში ყველა ვაქცინა მისასალმებელია“, – განაცხადა მერკელმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.

    მერკელმა დაამატა, რომ მან ახლახანს ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვაქცინის შესახებ.

    ჟურნალ „Lancet“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ რუსული ვაქცინა „Sputnik V“ 91% – ით ეფექტურია COVID 19–ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

    მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიაში მარტის ბოლოს აცრა 10 მილიონ ადამიანს ჩაუტარდება .

    მან ყველას მოუწოდა “ცოტა ხნით კიდევ მოითმინონ”.

    გერმანია და ევროკავშირი ცდილობდნენ გაზარდონ ვაქცინების განაწილების ტემპი.

    „ჩვენ არ შეგვიძლია ვაქცინაციის ხისტი გეგმის შედგენა,” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ ეს უნდა იყოს „დინამიური“ და ადაპტირებადი სიტუაციისთვის, რაც დამოკიდებულია მომარაგებასა და მიწოდებაზე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here