More

    შალვა პაპუაშვილი – იმით, რომ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, ისინი უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე, რჩებიან კვლავ რადიკალიზაციის გზაზე

    spot_img

    „ნაციონალური მოძრაობამ“ იარა, იარა, ამ შენობას ხან წინიდან, ხან უკნიდან, ხან გარშემო უარა, ბოლოს შიგნით შემოვიდა მაგრამ საერთოდ ვერაფერს მიხვდა. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი და სამწუხარო მოვლენა. ისინი საუბრობენ, რომ ამნისტია არის დანაშაულებრივი და იმას ვერ ხვდებიან, რომ ამით ამბობენ, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების ძალისხმევა არის დანაშაულებრივი, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ორჯერ ჩამოსვლა არის დანაშაულებრივი, ამას ამბობენ ისინი სხვას არაფერს,“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 

    მისი თქმით, იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს 19 აპრილის შეთანხმებას, ისინი უარს ამბობენ დეპოლარიზაციაზე, რჩებიან კვლავ რადიკალიზაციის გზაზე:

    „დღეს აქ, ბატონი ნიკა მელია გვემუქრებოდა, რომ ხელს ჩაგვავლებდა და გაგვიყვანდა დარბაზიდან. ჩვენს უკან დგას 1 მილიონი ამომრჩეველი, ის ემუქრებოდა საქართველოს 1 მილიონ მოქალაქეს, რომ ხელს ჩაკიდებდა და ამ დარბაზიდან გაიყვანდა. იქ არიან ისევ, იქ ტრიალებენ და ისევ იქ დადიან, ეს არის სამწუხარო. ამიტომ რთულია ისაუბრო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. პოლიტიკაში რამდენიმე თვეა რაც ვარ და ამ კინოს გარედან ვუყურებდი. დღეს მომეცა საშუალება სამ განზომილებაში მეყურებინა ის კინო, რომელსაც წლებია ვაკვირდები „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ეს კინო სამწუხაროდ მეორდება და ვერაფერ სხვას ვერ სწავლობს „ნაციონალური მოძრაობა“. მათ დღესაც რამდენჯერმე განაცხადეს, საჯაროდაც, რომ დამთავრებულია 19 აპრილის შეთანხმების საკითხი, ისინი არ აპირებენ ხელი მოაწერონ ამას და ხვდებიან ამით რასაც ამბობენ, რომ ისინი იქნებიან მარგინალი პარტია, რომელთანაც ახლოს გავლაც კი, არ მოუნდება არა თუ ევროპელს, შიგნით არავის არ მოუნდება, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი განაცხადი იმისკენ, რომ იქნებიან რადიკალურები, რომ მათთვის დემოკრატია საერთოდ არაფერია, ისეთივე ცარიელი სიტყვებია, როგორც მათი საკუთარი სიტყვები“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, ვინც მხარს უჭერს ამ ამნისტიას, ის მხარს უჭერს 19 აპრილის შეთანხმებას, ვინც წინაღმდეგია ამნისტიის, ის არის 19 აპრილის შეთანხმების წინააღმდეგი.

    მან მიმართა ოპოზიციას, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა, დღეს გადაწყვიტონ, რა არის მათი არჩევანი, რჩებიან ისინი საკუთარი ხელმოწერის ერთგული, რომელიც დაუსვეს მათ 19 აპრილის შეთანხმებას, თუ, უარს ამბობენ, 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებაზე.

    „მე დღეს მინდა მივმართო ოპოზიციას, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, იმ ოპოზიციას რომელიც, თავის დროზე, იყო გავლენის ქვეშ, იმ ბურუსის ქვეშ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ თავს მოახვია იმ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრით და ზოგიერთმა მათგანმა, თქვა ისიც, რომ გარკვეულწილად დაუჯერეს ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტია იყო, მათ ჰყავდათ მეტი წარმომადგენელი კომისიებში და მათ სიტყვა შეიძლება უფრო დაეჯერებოდათ. თუმცა მიხვდნენ, მიხვდნენ მინიმუმ იმითაც ჩანს ეს ყველაფერი, შეიძლება ბოლომდე არ აღიარებენ, მაგრამ საგამოძიებო კომისიაში არ შედიან და არ იყენებენ იმ შესაძლებლობას, რომ თუკი რაიმე ფაქტია არის ეს ფაქტი გამოავლინონ, იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ნული ფაქტი საერთოდ. მინდა ამ ოპოზიციას მივმართო, მათ შორის გირჩის, და იაგომ დასვა შეკითხვა, რომ ეს გამონაკლისი არისო ამ ამნისტიაში, დიახ, გამონაკლისია, ახლა მიხვდით ამას? 19 აპრილის შეთანხმება ეს გამონაკლისი შემთხვევაა, დიახაც, რომ გამონაკლისია ეს ამნისტიაც და ყველა დებულებაც, რომელიც ამნისტიაში დევს, დევს იმიტომ, რომ ის არის, 19 აპრილის შეთანხმებისთვის. ვინც მხარს უჭერს ამ ამნისტიას, ის მხარს უჭერს 19 აპრილის შეთანხმებას, ვინც წინააღმდეგია ამნისტიის, ის არის 19 აპრილის შეთანხმების წინააღმდეგი. დღეს ეს პირდაპირ განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მათ თქვეს, რომ ამნისტია ნებისმიერი ფორმით, მათთვის არის მიუღებელი. ანუ 19 აპრილის შეთანხმება ნებისმიერი ფორმით არის მათთვის მიუღებელი. ამიტომ საკითხი ახლა დგას შემდეგში. ის ოპოზიცია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ , რომელიც ცდილობს ახლა, რომ სწორედ ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობაში და ამ დემოკრატიულ კალაპოტში იყოს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პარლამენტში, დღეს, უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათი არჩევანი, რჩებიან ისინი საკუთარი ხელმოწერის ერთგული, რომელიც დაუსვეს მათ 19 აპრილის შეთანხმებას, თუ, უარს ამბობენ, 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებაზე, ვინაიდან კიდევ ერთხელ, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ მათ ამნისტია საერთოდ არ სჭირდებათ და მათი ერთადერთი მიზანი არის ჩაშალონ ეს შეთანხმება და დღეს თუ ოპოზიცია ხმას არ მისცემს ამ ამნისტიას, ამით ისინი ჩაშლიან ამ შეთანხმებას,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !