More

    შალვა პაპუაშვილი: ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივაც საქართველოს ტერიტორიაა

    spot_img

    პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამის შესახებ სახელმწიფოს და მმართველი გუნდის პოზიცია საკმაოდ ნათელია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    „გარეჯის საკითხზე ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სისხლის სამართლის საქმე და ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი. სისხლის საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტურია პროკურატურა და ახლა უკვე სასამართლო. კარგია, რომ მალე დასრულდა გამოძიება და საქმე წარიმართა სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ დასრულდება პროცესი და საზოგადოება გაიგებს იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული.

    რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და განცხადებას რა არის საქართველოსი და რა არ არის. ამაზე არსებობს საერთაშორისო ექსპერტიზაც, რომელიც ჩაუტარდა იმ ხელშეკრულებებს და რუკებს, რომელიც არსებობდა და საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფმა განაცხადა, რომ არსებული დოკუმენტაციით საქართველოს ძლიერი პოზიციები აქვს და სამწუხაროდ, მოლაპარაკებების დროს ეს პოზიციები არ იყო გამოყენებული.

    გარკვეული პოლიტიკოსებისგან ჩვენ ადრეც მოგვისმენია განცხადებები, რომ ეს ტერიტორია მთლად ჩვენიც არ არის და შეიძლება სხვისია – ასეთი განცხადება ჩვენთვის მიუღებელია. კითხვის ნიშანი საერთოდ არ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთზე, რომელზეც არის საუბარი – ჩიჩხიტური და ქედთან გავლებული მონაკვეთი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია საკმაოდ ნათელია.

    ეს არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ სამართლებრივადაც საქართველოს ტერიტორიაა. რა თქმა უნდა, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მოლაპარაკებების საგანია და ურთიერთშეთანხმება არის საჭირო, თუმცა სამართლებრივ საფუძველზე რაიმე კითხვის დასმა შეუძლებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

    ინფორმაციისთვის, სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

    ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

    საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:👇

    ✔️„უკან ჩავჯდები, არ მინდა ვინმემ პარლამენტში შესვლისთვის გამომიყენოს“

    ✔️„აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here