More

    შალვა პაპუაშვილი 220-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

    spot_img
    220-ე საჯარო სკოლა თბილისში
Digest.ge

    უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი 220-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    მისი თქმით, წლის ბოლოსთვის საქართველოს სკოლების 30% რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული იქნება:

    „დღეს ჩუღურეთში 220-ე საჯარო სკოლას (ყოფილი მე-3 სკოლა) ვესტუმრეთ, რომელიც 2009 წელს დაიხურა, ხოლო მის 500 მოსწავლეს სახლიდან მოშორებით უწევდა განათლების მიღება.

    2020 წელს იგივე ადგილას ევროპული სტანდარტის ახალი სკოლა გაიხსნა, რაც როგორც იმ უბანში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, ისე უბნის სხვა მცხოვრებლებისთვის განსაკუთრებული მოვლენაა.

    წლის ბოლოსთვის საქართველოს სკოლების 30% რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული იქნება, ხოლო 5 წელში საქართველოს ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული ან ხელახლა აშენებული“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !