More

    „შარდით მკურნალობდა შიო ვასაძე ადამიანებს, მათივე კეთილდღეობისთვის, შარდს ასმევდა ხალხს“ – ჭანტურია

    spot_img
    პოლიტიკოსი გია ჭანტურია

    ენმ-ს წევრი გია ჭანტურია, მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, გავლენიანი ადამიანები საზოგადოებას, თითქოსდა ხალხის კეთილდღეობის სახელით სხვადასხვა უღირს და უვარგისს იდეოლოგიას სთავაზობს.

    „შიო ვასაძე, შარდით მკურნალობდა, არც თუ ცოტა ადამიანს, მათივე კეთილდღეობისთვის, შარდს ასმევდა. ასმევდა იმას რასაც ორგანიზმი ბუნებრივად განდევნის საკუთარი ორგანიზმიდან, მაგრამ აჯერებდა რომ ეს იყო ხსნა! ხო და მისი ვაჟი, ამ ტრადიციას აგრძელებს, ოღონდ არა ცალკეულ ინდივიდებს, არამედ ერს სთავაზობს ხსნას, იმის მიღებაში, რასაც თავად ერი ბუნებრივად განდევნის თავისი წიაღიდან! ცრუ წამალია ეგ შარდიც და ის ვითომ ღირებულებები, რუსული და „გრუზინული“, ვითომ ჩოხაში გამოწყობილი რუსეთუმეები, თავიანთი მოძალადეობრივი მოძღვრებებით, დუგინებით, პუტინებით და სიბილწით!

    P.S მოკლედ არანაირი განსხვავება, ორივე ერთი და იმავეს ფეკალიას გტენიდათ და ვაი, რომ ბევრი ამას სიამოვნებით მიირთმევს, თან ამაყად!“ – წერს ჭანტურია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !