More

    შეეძლება თუ არა აბიტურიენტს კორონავირუსის გამო გამოცდების სახლიდან ჩაბარება

    spot_img
    გამოცდები

    შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, კოვიდდადასტურებული აბიტურიენტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მუშავდება, რის შესახებაც აბიტურიენტებს დაახლოებით, ორ კვირაში ეცოდინებათ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია

    ამასთან, სოფიო გორგოძე გამორიცხავს, რომ გამოცდები აბიტურიენტმა კორონავირუსის გამო სახლიდან ჩააბაროს.

    რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს ტემპერატურა დაუდასტურდებათ, გორგოძის თქმით, ისინი გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ.

    „მზად ვართ ასეთი აბიტურიენტების მისაღებად. გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდებიან, ვისაც ტემპერატურა გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ. წელსაც ისევე, როგორც წინა წელს, გვექნება ფარები და დაცული იქნება თითოეული მერხი.

    ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის, ვიდრე შარშან ვიყავით. ყველა საკითხი, რაც კოვიდს ეხება არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწერა. სავარაუდოდ, ბევრი რეკომენდაცია იგივე დარჩება, თუმცა, არ გამოვრიცხავ, დაზუსტდეს გარკვეული რეკომენდაციები. ასევე, ინფიცირებული აბიტურიენტების მართვის შესახებ გვექნება დამატებით ბრიფინგი, სადაც ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ”,- განაცხადა გორგოძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !