More

    „შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში“ – ტიკარაძე

    spot_img

    „ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში, როგორც არის დღემდე განსაზღვრული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    მინისტრის თქმით, მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ უკურეაქციის შედეგი არ უნდა დადგეს.

    „სახელმწიფოს მიდგომა არის ცალსახად ის, რომ გადავდგათ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გახსნისკენ.

    ვინაიდან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია და არ ვისაუბროთ ხელახალ ჩაკეტვებზე, ვიცით ეს რამდენად მძიმეა და შესაბამისად, ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე, სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე.

    ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება როგორც ჩაკეტვების გეგმაში, რომელიც არის დღემდე განსაზღვრული. შემდეგ პერიოდში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით დავაკვირდებით 4%-ზე ნაკლებ დადებითობას, შეიძლება მოვუბრუნდეთ ამ საკითხს და მივიღოთ გადაწყვეტილება იქნება ჩაკეტილი შაბათი-კვირა თუ რომელიმე კვირის სხვა ორი დღე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ გიორგი ფხაკაძე: საშინელებაა, როცა ქვეყანა იმართება Google-ით და არა პროფესიონალებით

    ✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here