More

    „შემოდით პარლამენტში და ვიმუშაოთ საარჩევნო რეფორმაზე“ – ლევან იოსელიანი ოპოზიციას

    spot_img

    პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტში მმართველ გუნდთან გაფორმებულ მემორანდუმზე მუშაობა იწყება. 

    მისი თქმით, საარჩევნო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რათა მომავალში ყველა სხვა არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდეს.

    „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან რეალურად ვიწყებთ მუშაობას იმ მემორანდუმზე, რომელიც პარტია „მოქალაქეებმა“ გავაფორმეთ „ქართულ ოცნებასთან“. ჩვენ მოგვიწია ბევრი წინაღობის გადალახვა, თუმცა აქამდე მოვიტანეთ და მოვაწერეთ ხელი. უკვე დღეს იწყება მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში ყველა შემდგომი არჩევნები ჩატარდეს კარუსელების, მკვდარი სულების, დაუბალანსებელი ოქმებისა და ყველა სხვა მანიპულაციის გარეშე, რათა აღარ დაისვას კითხვა, გაყალბდა თუ არა არჩევნები“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

    მან ოპოზიციის სხვა დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.

    „მივმართავ ოპოზიციას, შემოდით პარლამენტში და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. დასხედით ჩვენ გვერდით და საარჩევნო რეფორმა დავუტოვოთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

    ინფორმაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას იწყებს.

    მისი თქმით, საარჩევნო რეფორმისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები თავად შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი იქნებიან.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here