More

    „შენი შვილის ზნეობრივ და სულიერ აღზრდაში ჩაერევის უფლება არავის არ უნდა მისცე“ – თეოდორე გიგნაძე

    spot_img
    მამა თეოდორე გიგნაძე

    ​ცნობილმა სასულიერო პირმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ სხვადასხვა თაობათა ერთ ოჯახში თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვის ზნეობრივ და სულიერ აღზრდაში ჩარევის უფლება მშობლის გარდა არავის აქვს:

    „არავის არ უნდა მისცე იმის უფლება, რომ შენი შვილის ზნეობრივ და სულიერ აღზრდაში ჩაერიოს. აქ უნდა იყო შეუვალი აბსოლუტურად. ცოლ-ქმარი და შვილები არის დამოუკიდებელი უჯრედი. სხვა თაობის წარმომადგენლები აღმზრდელობითად მაგალითის მიცემით უნდა ერეოდნენ, მაგრამ ​აქტიური ჩარევით რძალს ან სიძეს რომ უთხრან: „ასე ქენი, ისე ქენი,“ ამის უფლება არ აქვთ. პირადი მაგალითით, სიფაქიზით და სიყვარულით უნდა აძლევდნენ მაგალითს.“

    დეკანოზი მიიჩნევს, რომ ბავშვის თავისუფლება ჩვილობაშიც არ უნდა შეილახოს:

    „შვილის თავისუფლება ჩვილობიდანაც არ შეიძლება შელახო. ​სწორი აღზრდის მეთოდები შვილს თავისუფლებას არ ართმევს. მშობელი უნდა იყოს ქრისტეს თანამუშაკი. ქრისტე ყველას გვზრდის, მაგრამ ჩვენს თავისუფლებას არ ზღუდავს. ადამიანი იტყვის, რომ ამას სიბრძნე სჭირდება. ადამიანს, რომელიც თავის ცხოვრების წესში უარს იტყვის გველისებრ სიბრძნეზე, ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ არა, მე ასეთი სიბრძნე სად შემიძლია, არ აქვს უფლება იყოს მშობელი, არ აქვს უფლება იყოს მასწავლებელი.“

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !