More

    „შენ ადგილას, ეგეთ არხზე მუშაობა შემრცხვებოდა! შენზე ყველაფერი ალალია“ – ჩერგოლეიშვილი კვესიტაძეს

    spot_img
    კვესიტაძე

    ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისი მეგობარი თეა ხატიაშვილი „ნამახვანჰესის” თემაზე მასთან გადაცემაში არ მივიდა. მიზეზად კი ეკა კვესიტაძის პოსტები დაასახელა, სადაც, როგორც ის ამბობს, „ნიშნის მოგება იგრძნობოდა”.

    კვესიტაძის თქმით, თეა ხატიაშვილის პოზიციას ბაია პატარაია და თათული თოდუაც იზიარებენ, რის გამოც ნაწყენია.

    ამ ამბავს გამოეხმაურა გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

    მისი თქმით, „მთავარ არხზე” სააკაშვილისა და გვარამიას კრიტიკის გამო დაბლოკილია.

     

    „ადამიანურად მეწყინა… უკიდურესად შევშფოთდი“- ვინ აწყენინა ეკა კვესიტაძეს?

    „შენივე ტელევიზიაში ვარ დაბლოკილი იმიტომ რომ სააკაშვილს და გვარამიას ვაკრიტიკებ. არასოდეს საჯაროდ ეს არ დაგიგმია.

    მუხლებზე რომ დამიდგეთ, მაგ არხზე მაინც არ მოვალ – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვებმა ჭკუა ისწავლონ და არასოდეს გაბედონ საკუთარ პროფესიაზე ხელის აღება, იმიტომ რომ ვიღაც დაკომპლექსებული ჩემ კრიტიკას ვერ ეგუება.

    მაგრამ შენ ადგილას, ეგეთ არხზე მუშაობა შემრცხვებოდა. ასე რომ ჩემო ეკა, შენზე ყველაფერი ალალია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !