More

    შესაძლოა, პირბადე მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო – გამყრელიძე

    spot_img
    პირბადედ ა გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, თბილისში რუსთაველის გამზირი, ბათუმის ბულვარი და ა.შ.

    როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირბადეების ტარების აუცილებლობა რჩება, რადგან ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერჯერობით კვლავ ასეულების ფარგლებშია.

    „თუ ჩვენს მეზობლებს შევადარებთ, იქ ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე ჩვენთან შედარებით უკეთესია. მათ უფრო ადრე გადაიარეს მესამე ტალღა. ვტოვებთ პირბადეების ტარების აუცილებლობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა არის ასეულების ფარგლებში. რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკისთვის, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ.

    ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ. თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის“, – თქვა გამყრელიძემ.

    წყარო: fortuna.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !