More

    „შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის“ – დეკანოზ თადეოზს, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს

    spot_img

    დეკანოზ თადეოზ სარალიძეს, შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს. 

    დეკანოზმა საკვირაო ქადაგებაზე ქურდული სამყაროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დეკანოზის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყნიდან გაუშვეს.

    ამასთან, დეკანოზით თქმით, რადგან ჭიათურას და მაღაროელებს ემსახურება ყოველ თვე 1000 ევრო უნდა გადაუხადონ.

    „რადგან ჭიათურის მოქალაქე ვარ და ვემსახურები მაღაროელებსაც, ვემსახურები ამ მოწამლულ ქვეყანას 1000 ევრო თვეში ერთხელ ჯიბეში უნდა ჩამიდოთ, ეს არ დამიმალავს“, – აღნიშნა დეკანოზმა.

    გარდა ამისა, 24 იანვრის საკვირაო ქადაგებაზე დეკანოზმა თადეოზმა კოვიდ 19-სა და მცირეწლოვნების სიცოცხლეზე ისაუბრა.

    დეკანოზის განცხადებით, „თუ პარაზიტი იქენი, არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!“

    დეკანოზ თადეოზის განცხადებას გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.

    როგორც მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაშია აღნიშნული, დეკანოზ თადეოზის ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

    „ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here