More

    შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს – კულუმბეგოვი „ინდურ შტამზე“

    spot_img
    ბიძინა ____ კულუმბეგოვი

    გუშინ, 27 მაისს საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა.

    ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ არ არსებობს მინიშნება, კორონავირუსის ე.წ. „ინდური შტამი“ უფრო მძიმე და ხანგრძლივ დაავადებას იწვევდეს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

    „ჯერჯერობით, არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. „ინდური ვარიანტი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც „ბრიტანული შტამი“, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია. შესაბამისად, აქ არაფერი გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არ შეცვლილა.“ – თქვა კულუმბეგოვმა.

    წყარო: fortuna.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !