More

    შვეიცარიამ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა

    spot_img

    შვეიცარიის თერაპევტული პროდუქციის სააგენტოში (Swissmedic) განაცხადეს, რომ AstraZeneca-ს მიერ წარმოდგენილი მონაცემები საკმარისი არ არის ვაქცინის ავტორიზაციის დასაშვებად.

    უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ახალი კვლევებიდან დამატებითი მონაცემების მიღება.

    „ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები არ მიუთითებს პოზიტიურ გადაწყვეტილებაზე სარგებელთან და რისკებთან დაკავშირებით. დასკვნითი შეფასების მისაღებად, განმცხადებელმა სხვა საკითხებთან ერთად ეფექტურობის დამატებითი მონაცემები უნდა წარადგინოს გამოკვლევების მე-3 ფაზიდან, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მიმდინარეობს და აღნიშნული მონაცემები უნდა გაანალიზდეს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

    მათი თქმით, შედეგების მიღებისთანავე, დროებითი ავტორიზაცია შეიძლება ძალიან მოკლე ხანში გაიცეს.

    ინფორმაციისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შვეიცარიაში კორონავირუსის 528 524 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 813 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

    აგრეთვე იხილეთ:

    ვიეტნამში AstraZeneca-ს ვაქცინა დაარეგისტრირეს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here