More

    შოთა არველაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან

    spot_img
    ფეხბურთელი - არველაძე

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ძმები არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან.
     

    „ტყუილია!“ – წერს შოთა არველაძე Facebook-ში. ფეხბურთელი აზიარებს იმ ბმულსაც, სადაც წერია, რომ არველაძეები გახარიას გუნდში იქნებიან. სწორედ აღნიშნულ ნიუსს გაუკეთა არველაძემ მინაწერად – ტყუილია”.

    შეგახსენებთ, უახლოეს პერიოდში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია იგეგმება. მისი გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარტია ძალიან მალე დაფუძნდება. მისი თქმით, თარიღი ჩანიშნულია და ყველაფერი მზად არის ღონისძიებისთვის.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !