More

    შსს: პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება არის პირდაპირი, მიზანმიმართული თავდასხმა შსს-ზე

    spot_img

    „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე დაემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას“, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    „ყოველდღიურად ხდება სამინისტროს მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამყველაფრის მიზანი, ყველასთვის გასაგებია და ამას უკვე საზოგადოებაც ხედავს,არის ერთადერთი – შესუსტდეს ნდობა უწყების მიმართ, იმ უწყების, რომელიც24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.ყველამ კარგად იცის, თუ რა რეჟიმში უწევთ მუშაობა ჩვენს პოლიციელებს -სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმისათვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოსსაზოგადოებრივი მართლწესრიგი და უსაფრთხოება.

    განსაკუთრებით, ალბათ, აღსანიშნავია ეს ბოლო ერთი წელი, რაც პოლიციელები,კრიმინალთან ბრძოლის პარალელურად, აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსისგავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი მათგანი ამ გამოწვევებით სავსეპერიოდში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობს. იცით, ალბათ, რომზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს ახლად შეძენილი შვილები თვეების განმავლობაშიარ ჰყავდათ ნანახი. და აი, ამ რთულ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები.აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთიყველაზე დიდი უწყებაა, დაახლოებით 40 000 თანამშრომელი მუშაობს და რა თქმაუნდა, არის გადაცდომის ერთეული შემთხვევები, რაზეც სამინისტრო რეაგირებს დაამის შესახებ ინფორმაციას პროაქტიულად თავადვე ვაწვდით მედიას.

    აღსანიშნავია, რომ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, შინაგან საქმეთასამინისტროს გარდა, აქტიურად ხორციელდება სხვა უწყებების მისამართითაც.

    ისევე როგორც მე, ჩემს კოლეგებსაც, სტრატეგიული კომუნიკაციებისდეპარტამენტიდან, არაერთხელ მოუწიათ განცხადების გავრცელება მედიის არაერთტყუილზე.დღეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ, რადგან თითოეული მათგანი რომჩამოვთვალო, ალბათ, რამდენიმე საათი იქნება საჭირო.

    ბოლო პერიოდში, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთისსაპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური – გელა კვაშილავა პირდაპირდაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნამისი სურათი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არდაადასტურა აღნიშნული ფაქტი, შემდგომ ჩვენმა დეპარტამენტმაც დამატებითაუხსნა სიუჟეტის ავტორს, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, მაინც მტკიცებითფორმაში გავიდა რეპორტაჟი. ეს იყო ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

    ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ, თითქოსპოლიცია და კონკრეტული პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებსმფარველობენ. აქაც, ამ შემთხვევაშიც, ანონსშივე მტკიცებით ფორმაში გავიდაეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვუთხარით, რომ მათმიერ დასახელებული პირები არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთანამშრომლები, მაინც გააგრძელეს სიცრუის ტირაჟირება.

    აგრეთვე, რეპორტაჟშიშინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდაპოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შიდა ქართლისპოლიციის ახლად დანიშნული უფროსის მიმართ ერთდროულად რამდენიმე არხის მიერგავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

    აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ილია კვაღინიძემთავად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოებისდეპარტამენტში არასდროს უმუშავია, მთელი დღის განმავლობაში მედია კვლავგანაგრძობდა ცრუ ინფორმაციისა და ფოტოსურათების ტირაჟირებას, იმ ფოტოების,რომელთაგან მხოლოდ ერთ ფოტოზე ჩანდა ჩემი კოლეგა.

    კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც დასაწყისში აღვნიშნე, რომ ნებისმიერინფორმაციაზე, მათ შორის, მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულინფორმაციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს და თურომელიმე ფაქტი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ხდება მისი სწრაფი დაეფექტიანი გამოძიება.როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, არ შემიძლია,არ გავიხსენო მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი. ასეთი საკმაოდბევრია, თუნდაც ბოლო ფაქტი, როდესაც კასპში, შეიარაღებულ მოქალაქეს მძევლადჰყავდა აყვანილი ორი პირი და საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა.

    მაშინყველა მედიასაშუალებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სანამ არ დასრულდასპეცოპერაცია, ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გაშუქებულა. ამაზე საჯარომადლობა მაშინაც ვთქვი და ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი.ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს ცრუინფორმაციებზე რეაგირებას და სამინისტრო სამართლებრივად დაიცავს იმთანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახება“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here