More

    შსს-ს ყოფილი მინისტრი, რომელმაც თავისი გამოსვლა პოლიციის დღის მილოცვით დაიწყო, არ ენდო პოლიციას, არ ენდო სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელსაც, სიტყვით, ასე ხშირად ახსენებს – შალვა პაპუაშვილი

    spot_img
    „ქართული ოცნების“ წევრი
შალვა პაპუაშვილი - Digest.ge

    „კარგია, რომ გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის თავად არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას ნიკა მელიას დაკავების მიზნით იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობაში, მაგრამ, მართლაც ერთუცნობიანი განტოლებაა, რომ როცა სხვას „ა“-ს თქმაში არწმუნებ, თავად „ბ“-ს თქმის არ უნდა შეგეშინდეს,“ – ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის გიორგი გახარიას მედიასთან შეხვედრას.

    პაპუაშვილი გახარიას საქციელს როგორც გუნდურად, ისე, ადამიანურად არასწორს უწოდებს:

    „არ მგონია, ეს ან გუნდურად ან ადამიანურად სწორი საქციელი იყოს. რაც შეეხება მისი გადადგომის მიზეზს, ის სინამდვილეში მარტივია და მან შემოვლით ეს დაადასტურა კიდეც. სინამდვილეში, იმ დღეს, ის უბრალოდ არ ენდო ქართული პოლიციის მიერ ნიკა მელიას დაკავების უნარს და გაექცა პასუხისმგებლობას. სულ ესაა.

    შსს-ს ყოფილი მინისტრი, რომელმაც თავისი გამოსვლა პოლიციის დღის მილოცვით დაიწყო, უბრალოდ არ ენდო პოლიციას, არ ენდო სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელსაც, სიტყვით, ასე ხშირად ახსენებს. მისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ამ ქვეყნის პოლიციელებს ენდნენ და შედეგიც ვნახეთ. ყველა პოლიციელს ვულოცავ პოლიციის დღეს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !