More

    შს სამინისტრომ ფოთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

    spot_img

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული შ.პ. ფოთში დააკავეს,  – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

    „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.პ. მომხდარიდან მალევე, ფოთში დააკავა.

    განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
    კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    ინფორმაციისთვის, დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შეგახსენებთ, დღეს ფოთში, კაცს საკუთარ ავტომობილში რამდენჯერმე ესროლეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here