More

    შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა

    spot_img

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

    უწყების ინფორმაციით, 2,74 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზღვარზე ლოგისტიკურ პროცესებს – ხელს შეუწყობს მესაზღვრეების როტაციისა და სასაზღვრო სექტორების პროდუქტითა და საჭირო ინვენტარით მომარაგების პროცესს.

    ინფორმაციისთვის, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერას მისი შესაძლებლობების გაძლიერების, კერძოდ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის მიზნით.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here