More

    „შუახნის ნასვამი კაცი სკვერში მეხუთეკლასელ გოგონას ეფერებოდა – 3 წუთით გამყევიო სთხოვდა“ – რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სკვერში

    spot_img
    პედოფილია

    დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში პოსტი ვრცელდება, რომლის მიხედვითაც დიდი დიღმის ერთ-ერთ სკვერში ხანშიშესული კაცი პატარა გოგონას საეჭვოდ ეკონტაქტებოდა.

    „მოგესალმებით უბნელებო. მესამეში, ერთ-ერთ სკვერში თუ შეგინიშნავთ ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელიც ხშირად არის ნასვამ მდგომარეობაში და გამუდმებით ეძახის ბავშვებს, რომ მივიდნენ მასთან.

    დღეს შევესწარი, მეხუთეკლასელ გოგონასთან ერთად იჯდა და ამ ბავშვს ეუბნებოდა, რომ არის ულამაზესი, გამოჰკითხა, სად ცხოვრობდა და ვისთან ერთად, ცოტა ხანში ხელზე ეფერებოდა. ამ ბავშვს თვალით რამდენიმჯერ ვანიშნე, რომ გამოსულიყო და თავი აერიდებინა. ბოლოს კი ამ კაცმა ამ გოგონას უთხრა: წამოდი, 3 წუთით გამყევიო. ამ ბავშვმა, არ მინდა არსად წამოსვლა, ძლივს გამოვედი სახლიდანო. და ეს კაცი ეუბნება, გთხოვ რა, არ მაწყენინოო. ეს ბავშვი ადგა, დაავლო ჩანთას ხელი და გაიქცა სასწრაფოდ, ოღონდ ამ კაცმა ბოლომდე გააყოლა თვალი, სად მიდიოდა. რაღაცნაირად ძალიან შემეშინდა. ძალიან გთხოვთ, დედებო, ყურადღებით იყავით. არ მომწონს ამ ადამიანის საქციელები“, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    შენიშვნა: ფოტო არ ასახავს რეალობას

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !