More

    „ჩამოდი, მიშა! გპირდები, რომ შემეშინდება და აღარასდროს დაგიძახებ დორბლიანს, დონდლოს, ავადმყოფს, მკვლელს…“ – ხოფერია

    spot_img

    ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

    „დღეს 26 მაისია! ათი წელი გავიდა 2011 წლის სისხლიანი დამოუკიდებლობის დღის გვამებზე როკვით აღნიშვნიდან.

    ცოტაც და, პარლამენტში ერთად იქნებიან ნაცები და ოცნება! საპარლამენტო პოსტებს დაიკავებენ „ნაცლიდერები“. კოალიციური მთავრობაც გვეყოლება! მიშაც ჩამოვა!

    „ოცნება“ ბიძინას გარეშე პატარძალთან სიძის გარეშე მისული მაყარია, პატარძლის „გაიმმასმქნებელი“ რომ არავინაა“ – ხოფერია

    ისე, დღეს ბევრი ყვიროდა, რომ აღლუმის ჩაშლის მცდელობა (არა და, არც დაუპირებია ასეთი რამ ვინმეს) სახელმწიფოს ღალატი და მტრობააო… ყვიროდნენ ისინი, ვინც მაშინდელი „დამნაშავეების“ დასჯის და მკვლელობის გამო სააკაშვილის დაპატიმრებას ითხოვდა, სულ რაღაც, ერთი-ორი კვირის წინ…

    არა და, მე ხომ მინდოდა 2011-ში აღლუმის ჩაშლა… ანუ, მათი ლოგიკით მე ვყოფილვარ დამნაშავე. მიშა უდანაშაულო!

    მიშა, მაპატიე, რომ 2011 წლის 26 მაისს თავი გაცემინე. შვილები დაგასახიჩრებინე. კვინტრაძეს და ასათიანსაც აპატიე, რომ შემოგაკვდნენ . ისიც მაპატიე, რომ ჩემი კონსტიტუციური უფლებების გამოყენებით გებრძოდი!

    ჩამოდი, მიშა! ჩამოდი და გახდი პრემიერმინისტრი! ჩამოდი და.. თუ გინდა, საამებელ პოსტებს დაგიწერ, აი, ისეთს, ჩემი გადაცემული სიის ხალხი რომ „პოსტავდა“ გუშინ ოცნების საამებლად!

    ეკა ხოფერიაზე შეყვარებული გოგი წულაია, ქალზე ძალადობა, ავადმყოფობა და ოჯახი – გოგი წულაიას ამბები

    რასაც გინდა დავაბრალებ, ვისაც გინდა. რუსეთის აგენტობას, კამბოჯელი მილიარდერისგან დაფინანსებას, ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრას. თავსაფრიან ქალებს უნამუსობას, სოფლელებს – უტვინობას,

    უსწავლელობას, უკულტურობას!

    ჩამოდი, შე დედამიქინძულო!

    ჩამოდი! ნუ ააყროლებინე ეს ქვეყანა შენი გაპრავებისთვის ჩიხში შესულ და დასავლელი „მეგობრების“ მძევლად ქცეულ ხელისუფლებას!

    ნუ გააფარჩაკე ეს მადლიანი ქვეყანა! დავიჯერო, საერთოდ არ გაქვს ნამუსი? საერთოდ არ გიყვარს არაფერი ამ მიწა – წყალზე?

    ბოლოჯერ შემოვკრავ განგაშის ზარს – ესაა, კორუფციული სქემით გასაყიდად გამზადებული ქონების ნუსხა… – ხოფერია სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

    ჩამოდი და გადაგვიარე, გვირტყი, გადაგვიღე ფარული კადრები…

    გპირდები, რომ შემეშინდება და აღარასოდეს დაგიძახებ დორბლიანს, დონდლოს, ავადმყოფს, მკვლელს, სისხლიანს, მძორს და ლოქოს….

    ჩამოდი და დავამთავროთ!

    ხომ ხედავ, არ პრავდები და ვერც თემიდან გტეხავენ ბიძინასავით! რა ხარ ასეთი დედა აფეთქებული, რომ არ გადაშენდი არასდროს…

    არა და, არ ჩამოხვალ! გეშინია ხომ?… არ ენდობი ხომ შენიანებსაც კი? მართალი ხარ! მეც ვერ ვენდობოდი….

    არა და, შეერთდნენ და გაერთსისხლხორცდნენ ეს სკამზე სინდისს მინთხლეულები!“- წერს ხოფერია.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !