More

    „ჩემი აზრით, პირბადის ტარება 2 წელი მოგვიწევს“ – ექიმი რევაზ ომიაძე

    spot_img
    პირბადე

    გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთმა წამყვანმა, ექიმმა რევაზ ომიაძემ განაცხადა, რომ პირბადის ტარება შესაძლოა, 2 წელი დაგვჭირდეს.

    მისივე თქმით, ვაქცინაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, ეს დრო შეიძლება შემცირდეს.

    „ენტონი ფაუჩსაც ძალიან გაუჭირდება ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული, არ უნდა დაგვავიწყდეს რეგულაციები, ხელები აუცილებლად ხშირად უნდა დავიბანოთ, გავაგრძელოთ, სულ მცირე, 2 წელი პირბადის ტარება.

    სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ეს ამდენ ხანს გაგრძელდება, თუმცა, შეიძლება ვცდებოდე. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიკეთოს ვაქცინა და, იმედია, მალე კორონავირუსის საწინააღმდეგო ფარმაკოლოგიური პრეპარატიც გამოვა მსოფლიო ბაზარზე და ამ ყველაფერმა შეიძლება ეფექტურად დაგვამარცხებინოს პანდემია და მოვიხსნათ საბოლოოდ პირბადე“, – განაცხადა ომიაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !