More

    „ჩემი შვილის ერთ-ერთი პირველი სიტყვა „ბებია დიანა“ იყო“ – პრინცი ჰარი

    spot_img
    პტრინცესა დანა და პრინცი
ჰარი

    ოპრა უინფრისთან ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ თავის 2 წლის შვილზე, არჩი მაუნტბეტენ-უინძორზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი სიტყვა „ბებია დიანა“ იყო.

    პრინცესა დიანა ტრაგიკულ ავტოავარიაში 1997 წელს გარდაიცვალა. პრინცი ჰარის თქმით, არჩის ოთახში მას დედამისის ფოტო აქვს დაკიდებული, რამაც, შესაძლოა, ბავშვი შთააგონა, რომ მისი სახელი ეთქვა.

    „მე პრინცესა დიანას ფოტო მაქვს დაკიდებული არჩის საძინებელში და ეს იყო ერთ-ერთი პირველი სიტყვა რაც მან თქვა – დედას და მამას შემდეგ, მან თქვა ბებია, ბებია დიანა. ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ამის პარალელურად ჩემში სევდა იწვევს, რათა ვისურვებდი დიანა აქ იყოს“, – თქვა მან

    პრინცმა ჰარიმ ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე ისაუბრა დედამისის შესახებ და თქვა ისიც, რომ ისურვებდა პრინცესა დიანა შეხვედროდა მეგან მარკლის, არჩისა და თავის მომავალ შვილს, რომელსაც წყვილი ზაფხულში ელოდება.

    „ვისურვებდი, დედა მეგანს შეხვედროდა, ასევე ჩემს შვილთან ერთად გაეტარებინა დრო. თუმცა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ დედაჩემი ჩემით ამაყი იქნებოდა. მე ვცხოვრობ ისე, როგორც მას სურდა ეცხოვრა და ასევე უნდოდა, ჩვენ გვეცხოვრა ასე“, – თქვა მან.

    ოპრა უინფრისთან ინტერვიუები სერიებად APPLE TV+-ზე გამოვა და ის მენტალური პრობლემების სტიგმის მოხსნას მიეძღვნება.

    წყარო: tabula.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !